Saturday, May 25, 2013

1.პროექტის სახელწოდება:
ბუნების მშვენება– მუხა

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით
პროექტის მიზანია წარმოვაჩინოთ ბუნების ულამაზესი ქმნილების მუხის ღირებულება ადამიანის ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრებაში და აღნიშულლი მცენარის მოვლა და დაცვა.
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმის გამო,რომ მუხის ხშირმა გამოყენებამ ეს ჯიში გადაშენების ზღვერზე მიიყვანა.
4.პროექტის მიზანი:
ჩემი მიზანიამოსწავლეებს მივაწოდო ინფორმაცია აღნიშნული ჯიშის ხისადმი.მისი გამოყენების და სარგებლიანობის შესახებ.მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი იმისა, რომ გადაშენებისგან დაიცვან ესეოდენ სასარგებლო მცენარე.
5.მონაწილეთა ასაკი:
10–18წლამდე
6.ვადები /ხანგრძლივობა:
3თვე
7.მოსალოდნელი შედეგები? პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ჩემი მიზანია აღნიშნული პროექტის განხორციელებით,მოსწავლეებმა შეძლონ საკითხისადმი სწორი და კრიტიკული მიდგომა,პრობლემის გადაჭრისათვის გზების ძიება და ჩართვა აღნიშნულ პრობლემის გადაჭრისათვის.დასკვნების გაკეთება და ა.შ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სხვადასხვა ენციკლოპედიები,სხვადასხვა სახის ვებ–საიტები,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
პირველ ეტაპზე მონახაზს ვაკეთებთ.ეს იქნება ინფორმაცია გაცნობითი ხასიათის,რომელიც უკავშირდება მუხას.
მეორე ეტაპზე  გავდივართ  ბუნებაში  ვაკვირდებით მუხის ხეს ესეც იქნება მასწავლებლისა და მოსწავლეებს შორის ინფორმაციის გაცვლა–გაზიარება .
10.საგნებთან/საგანობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას,პრობლემათა მოსაგვარებლად გზების ძიებას,დამოუკიდებლად მუშაობას და გადაწყვეტილებების მიღებას დასკვნების ფონზე.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
მაწკეპლაძე ირინე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
matskepladzeirina@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
matskepladzeirina.blogspot.com