პროექტები

სოციალური პროექტი :         ადამიანი და ბუნება
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე მაწკეპლაძე
პირადი ნომერი :41001011274
სოციალური პროექტის საჭიროება გახდა მას შემდეგ ,რაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ვისაუბრეთ ჩვენი სოფლის ბუნებაზე, მეწყერ საშიშ ზონებზე და მოსალოდნელ ეკოლოგიურ საშიშროებაზე. ერთად გაგვიჩნდა იდეა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების მოვლაში და საშიშროება ნაწილობრივ მაინც აგვერიდებინა.
მიზანი: ქართ. დაწყ.(II) 1.სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
ქართ. დაწყ.(II) 10 ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ტექსტის შექმნა.
ქართ. დაწყ (II)3. სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ რ. ინანიშვილის მოთხრობა „მუხა “-ს მთავარი სათქმელი ,იმსჯელებენ ადამიანის და ბუნების დამოკიდებულებაზე .
იმსჯელებენ თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ადამიანის დაუფიქრებელ საქციელს. გაიაზრებენ პრობლემას და იმსჯელებენ იმის შესახებ  რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით ჩვენი სოფლისთვის ,რა როლი აქვს თუნდაც ერთი ადამიანის კეთილ ან პირიქით დაუფიქრებელ საქმეს .შექმნიან  მცირე ზომის ტექსტს .გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯს ბუნების დასაცავად.
პროექტის განხორციელების ვადა  2კვირა
პროექტის მსვლელობა:
მე-5 კლასში რ. ინანიშვილის მოთხრობის „მუხას“ შესწავლა, მსჯელობა ,ძირითადი სათქმელის აღქმა,  პრობლემის გადმოტანა ჩვენს რეალობაში. მსგავსი პრობლემის ამოცნობა ჩვენს გარშემო და გამოსავლის პოვნა.(1კვირა)
ბუნებაში პიკნიკის მოწყობის დაგეგმვა და სამზადისი: დაინაწილებენ ფუნქციებს ,რომელიც საჭიროა მოგვარდეს პიკნიკზე წასვლამდე(საკვები, ნერგები, ბარის და სხვა  საჭირო ნივთების შეგროვება).მოვილაპარაკებთ ტყეში წასვლის თარიღზე ამინდის გათვალისწინებით.(5დღე)
პიკნიკზე წასვლა და დაგეგმილი აქტივობების შესრულება:  ბუნებაზე დაკვირვება, საშიშროების თვალნათლივ აღქმა, ნერგების დარგვა, პიკნიკის მოწყობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საკუთარი სურვილებით ნატვრის ხის მორთვა(რომელიც სახალისოს გახდის და შემოქმედებით უნარებსაც განავითარებს).დასუფთავება და ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდა და ახსნა თუ რატომ არის ეს საჭირო. დღის შეჯამება, სახლებში დაბრუნება.
მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად მოსწავლეებში ერთად წავედით ჩვენი სოფლის ტყეში ,სადაც მასიურად გაჩეხილია ხე-ტყე ,ვიმსჯელეთ რა ზიანის მომტანია ადამიანის ეს ქცევა ბუნებისათვის და საკუთარი თავისთვის. თან , როცა ჩვენი სოფელი მეწყერსაშიში ზონაა. მიღებულ  შთაბეჭდილებებზე მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს წერილობითი ტექსტის შექმნა.
ამის შემდეგ ჩვენ დავრგეთ სხვადასხვა ჯიშის ხეები. ერთმანეთს დავპირდით, რომ ყოველ წელს შეძლებისდაგვარად ვეცდებოდით ამ ადგილის და ჩვენი ნარგავების მონახულებას, მივამატებდით მას კიდევ მას სხვა ნერგებს. წლების შემდეგ კი ამ ისტორიას ჩვენ შთამომავლობას გადავცემდით, როგორც ტრადიციას. სოფელს  ტყეს გადავურჩენთ, რომლის წყალობითაც მუდამ გვექნება სუფთა წყალი და ჯანსაღი ჰაერი .(1დღე)

დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობის შეჯამება წერილობით(მცირე ზომის ტექსტის აგება) 1დღე.

                                  პროექტის განხორციელების რეფლექსია
2019 წლის 1მაისს განვახორციელეთ დაგეგმილი  სოციალური პროექტი „ადამიანი და ბუნება“ ,ამ პროექტისთვის წინასწარ ვემზადებოდით.
 მეხუთე კლასის ქართული ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში რ. ინანიშვილის მოთხრობა „მუხა“  შევისწავლეთ. მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების მთავარ საკითხებზე, „ იმოგზაურეს დროში“ როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო ახალგაზრდა მონადირეები და როგორ მოიქცნენ .პიქრობდნენ თუ არა ისინი ბუნებაზე და საკუთარ მოქმედების შედეგზე,ადამიანმა არ დაინდო ბუნება, ღმერთმა  კი მას სხვა „საჩუქარი“ გამოუგზავნა ბღუჯად იების ფუღუროში ამოსვლით,ამ ფაქტმა დააფიქრა შვილიშვილთან ერთად მისული უკვე მოხუცი მონადირე.
მოთხრობაში ასახულმა მოვლენებმა წამოწია ისეთი პრობლემები, როგორიცაა ეკოლოგიური საფრთხე და ბუნების განადგურება. მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემაზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ჩვენი სოფელი ,რომელიც ვანის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ძალიან ლამაზია, თუმცა  ყველასთვის ცნობილია რომ ზედა გორა მეწყერსაშიშ ზონადაა მიჩნეული, შეგვიძლია ამის არაერთი მაგალითი დავასახელოთ (დამეწყრილი ადგილები ზედა გორაში).მოსწავლეები ბუნების მცოდნეობიდან ფლობენ  ინფორმაციას მეწყერის და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და წავედით პიკნიკზე სოფლის განაპირას ტყეში, ეს ადგილი მეწყერის საშიშროების წინაშე დგას ,ამიტომ წავიღეთ ნერგები და დავრგეთ. წასვლამდე გავინაწილეთ ფუნქციები და შევიმუშავეთ ქცევის წესები. ვფიქრობ, გაამართლა  როლების გადანაწლებამ და ერთობლივად შემუშავებულმა ქცევის წესებმა. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ „ გიდის “ , „ ფოტოგრაფის “ , „ მზარეულის “ როლებს.
ყოველი წუთი და მოქმედება წინასწარ გათვლილს დაემთხვა, მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, დავისვენეთ , ვისადილეთ და ერთობლივად დავრგეთ ნაძვის ნერგები თითო მოსწავლემ 3-3 . აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარ შერჩეული ეს ადგილი გათვალისწინებული იყო , არა მხოლოდ მეწყერსაშიშროებიდან გამომდინარე ,არამედ იმის გათვალისწინებითაც, რომ სწორედ აქ დაახლოებით 15 წლის წინ დარგული იქნა იგივე ჯიშის ხეები, რაც ჩვენ წავიღეთ და ის ნერგები დღეს 8 ხის სახით ამაყად დგას. ამან მოსწავლეებში კიდევ უფრო პოზიტიური განწყობა გამოიწვია, შეაფასეს საკუთარი მოქმედება და გამოთქვეს სურვილი მომავალ წელს ისევ დარგონ აქ და მსგავს ადგილებში ხეები, გაამაგრონ და დაიცვან ნიადაგი და ბუნება.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს რ. ინანიშვილის მოთხრობა „ მუხა“ და  კვლავ „ იმოგზაურეს დროში “ ამჯერად დაწერეს მცირე ზომის ტექსტები „ ისევ აქ მე 50 წლის შემდეგ “. შესანიშნავად შეასრულეს ეს დავალებაც, მიიღეს დადებითი შეფასება ჩემგან და ურთიერთ შეფასებაც სიხარულით გაუკეთეს მეგობრებს.
 ბავშვებმა სიმბოლურად მორთეს „ნატვრის ხე“ .
დღის ბოლოს გაასუფთავეს ნასადილევი ადგილი ნარჩენებისგან და ამით კიდეც ერთხელ გაუსვეს  ხაზი, რომ დედამიწა ჩვენ სახლია და მასაც ისეთივე მოვლა უნდა ,როგორც სახლს.
დაწერეს დევიზი : „სანამ მოკლავ უკანასკნელ ჩიტს, სანამ დააბინძურებ უკანასკნელ მდინარეს, სანამ  მოჭრი უკანასკნელ ხეს დაფიქრდი ! დედამიწა ჩვენი სახლია!“
ვფიქრობ ,მოსწავლეების ცნობიერება გარემოს დაცვითი კუთხით  ამ პროექტმა კიდევ უფრო გააღმავა, ისინი და მოუფრთხილდებიან გარემოს, უკეთ შეძლებენ პრობლემის ამოცნობას და მათი გადაჭრის გზების პოვნას მომავალშიც. პროექტმა უდიდესი სიამოვნება გამოიწვია და მომავალ გაზაფხულსაც მოსწავლეების სურვილისამებრ დავრგავთ ნერგებს.
პროექტის მსვლელობისას არანაირ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მთელი დღის მანძილზე ვიყავი დაძაბული მდებარეობიდან გამომდინარე, მოსწავლეებს რამე არ ეტკინათ ,ან არ დაგორებულიყვნენ. საბედნიეროდ დღე მშვიდობიანად  და სასიამოვნოდ დასრულდა.

No comments:

Post a Comment