ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში
2023-2024 სასწავლო წლის პირველ
სემესტრში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ წარმართა საქმიანობა ეროვნული სასწავლო
გეგმისა და სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის გორას საჯარო სკოლის წესდების
შესაბამისად.
სასწავლო წლის დასაწყისში,კათედრის პირველ სხდომაზე,განვიხილეთ და დავამტკიცეთ
ორგანიზაციული საკითხები ,კერძოდ:
ა)კათედრის თავმჯდომარისა
და მდივნის არჩევა. ბ)საათობრივი ბადის მიხედვით
საათების გადანაწილება კათედრის წევრებს შორის.
სხდომაზე აგრეთვე ,განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმა,განვსაზღვრეთ შემაჯამებელ
წერათა რაოდენობა თითოეულ კლასში,შევიმუშავეთ მიმდინარე
სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმა.
პირველი
,რაც კათედრამ განახორციელა სასწავლო წლის დასაწყისში, იყო მედიაწიგნიერების დღესთან დაკავშირებით რამდენიმე
საინტერესო აქტივობის შექმნა . (მას:
ნატო ლომიძე)
როგორც ვიცით, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით და პროფესიის პოპულარიზაციის
მიზნით, სკოლაში ყოველწლიურად ტარდება
''მოსწავლე მასწავლებლად", რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა
მოირგეს მასწავლებლების როლი. ქართული ენისა და ლიტერატურის
კათედრა აქტიურად ჩაერთო ღონისძიებაში.მოსწავლეებმა სურვილი
გამოთქვეს მოერგოთ მასწავლებლის როლი და ჩაეტარებინათ გაკვეთილი.(მასწ:
ირინე მაწკეპლაძე.ნატო ლომიძე)
16ნოემბერს ჩატარდა უკვე ტრადიციად ქცეული მხატვრული კითხვის კონკურსი ,,ვკითხულობთ გალაკტიონს”,რომლის მიზანი იყო მხატვრული კითხვის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა გამოვლენა და პოეზიის სიყვარულის გაღვივება
No comments:
Post a Comment