გაკვეთილები


მე-9 კლასის შემაჯამებელი გაკვეთილი

სახელი გვარი .............................................................
გაკვეთილის თემა: ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“

1.      რა თვისებითხასიათდება პეტრე მოთხრობის პირველ თავში?


2.      როგორი იყო პეტრეს საპასუხო რეაქციაგაქურდვის შემდეგ?

3.      რა გადაწყვიტა პეტრემ გაქურდვის შემდეგ და რატომ?


4.      პეტრეს რა თვისებას უსვამს ავტორი ხაზს,როდესაც მას ღვინის რუმბზე,ყეინივით გამოჭიმულს წარმოგვიდგენს?

5.      რატომ გაუწია პეტრეს გულმა მახათას მთისაკენ?


6.      რის გამო დაასკვნა პეტრემ ,რომ ის, რაც მახათას მთაზე უნდა მომხდარიყო,თვალთმაქცობა იქნებოდა?


7.      რა ორი გრძნობა ებრძვის ერთმანეთს პეტრეს არსებაში?როგორ ახასიათებს ეს პეტრეს/

8.      მიხვდა თუ არა პეტრე ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა მახათას მთაზე?

9.      როგორ იწყება წერილი?როგორ იმოქმედა ამ სიტყვებმა პეტრეზე?



10.  მოთხრობას ილია ამ სიტყვებით ამთავრებს: „მართლა და, ჩვენი პეტრე რა შუაში უნდა იყოსო?“ როგორ ფიქრობ,არის თუ არა პეტრე დამნაშავე?

11.  რა გარეგნული ნიშნებით ხასიათდება უმცროსი ძმა და შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ მის ხასიათზე?



12.  რა გარეგნული ნიშნებით ხასიათდება უფროსი ძმა და შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ მის ხასიათზე?



13.  რატომ ცრუობს ბეჟანა?

14.  შეინიშნება თუ არა უმცროს ძმაში შინაგანი კომფლიქტის ნიშნები?

15.  რატომ აღმოჩნდნენ ბიჭები „უპუროდ, უფულოდ ,უბინაოდ,უნუგეშოდ,უთვისტომოდ?“


16.  რა გრძნობა დაიბადა ამის შემდეგ ძმების არსებაში?

17.  რატომ ვერ აღწევს გულკეთილობის შუქი ბიჭების გულის სიღრმემდე?


18.  სადამდე მიიყვანა ძმები შურისძიების გრძნობამ?

19.  უმცროსს ძმას თავისი გზა მართლისა ჰგონია?თქვენ როგორ ფიქრობთ?

20.  როგორ ხასიათდება ხალხი მოთხრობის მეორე თავში? რა თვისებით გამოირჩევა მახათას მთაზე მყოფი დედაკაცები და მამაკაცები?

21.  როგორ გამოიყურება ხალხი ჩამოხრჩობის შემდეგ?რაზე  მეტყველებს მატი საქციელი?

22.  თქვენი აზრით ყველამ უგულოდ დატოვა მოედანი?ყველა ერთნაირი უგულო იყო?


23.  როგორ ახასიათებს უმცროსი ძმა ხალხს?(ნათესავებს,მეზობლებს,მოსამსახურეებს)

24.  შინაგანი კონფლიქტის გარდა ნაწარმოებში გარეგანი კონფლიქტიც იჩენს თავს,ვინ ვის უპირისპირდება:პიროვნება - პიროვნებას თუ პიროვნება საზოგადოებას?

25.  თქვენი აზრით ვის მიმართავს მწერალი ამ მოთხრობით -მომავალ პოტენციურ დამნაშავეებს თუ საზოგადოებას? ანუ ვის აფრთხილებს ის და რა არის მთავარი სათქმელი?





No comments:

Post a Comment