Monday, October 24, 2022
Friday, October 21, 2022
სპექტაკლი : მე,ბებია,ილიკო და ილარიონი
https://drive.google.com/file/d/1U3zA7X2Rc-lEePUqMZ1WUt5jUXv8QkTD/view?usp=sharing
https://www.facebook.com/100008129198290/videos/817544422623772/
დამრიგებლის გეგმა
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის მე-6 კლასის
დამრიგებლის ირინე მაწკეპლაძის სამუშაო გეგმა
2022-2023 სასწავლო წელს სადამრიგებლოდ გადმომეცა მეექვსე კლასი.კლასში
15სექტემბერს 2მოსწავლე ირიცხებოდა ,აქედან ერთი სსსმ ,მოგვიანებით კლასს დაემატა
კიდევ ერთი მოსწავლე,რომელიც ამავე ჯგუფში ირიცხებოდა სასწავლო წლის დაწყებამდე.ის
გადასული იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 სკოლაში.
პირველივე პერიოდიდან შემიძლია ვთქვა სამუშაო საკმაოდ ბევრია,ჩემი მიზანია კლასთან მთელი ძალისხმევით ვიმუშავო და მშობლები მაქსიმალურად ჩავრთო სასკოლო საქმიანობაში,ამისათვის
დაგეგმილი მაქვს მშობელთა კრებები,რათა მშობლებიც ჩართული იყვნენ სასკოლო სასწავლო
პროცესში.ჩემი სადამრიგებლო პროგრამა მოვარგე მოსწავლეთა საჭიროებებს და ჩავრთე ისეთი
აქტივობები,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას,ცოდნის გაღრმავებას.დაგეგმილი
სადამრიგებლო საათები,საკლასო და კლასგარეშე აქტივობები გავაცანი მშობლებსაც და მოსწავლეებსაც,გავითვალისწინე
მათი მოსაზრებები,შეხედულებები და ინტერესები მე-6 კლასში სადამრიგებლო მუშაობის ძირითადი
მიმართულებაა- მოსწავლის პიროვნული,მორალური და სოციალური განვითარება,მოსწავლეთა ქცევის,დისციპლინის
მართვა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა.სადამრიგებლო საათი მოიცავს დისკუსიებს, მსჯელობებს,გამოკითხვას,
პრეზენტაციებს ,ტესტირებებს,კვლევებს.მე-6 კლასში ასევე სადამრიგებლო საათის პროგრამა
მიმართულია მოსწავლეების შემეცნებითიდა კულტურული განვითარებისკენ.
სადამრიგებლო საათის გარდა დავგეგმე ინტელექტუალური ღონისძიებები,ასევე
დაგეგმილი მაქვს ლაშქრობები, სოციალური უნარების განმავითარებელი აქტივობები,კინო-თეატრში
ვიზიტი.
ჩემი მიზანია, ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ დაგეგმილ აქტივობებში,რაც
უფრო გაზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას,როგორც საკუთარი თავის,ასევე უფროსების მიმართაც
ჩემს გეგმაში ჩართულები იქნებიან: მშობლები, მასწავლებლები,სკოლის დირექცია და ნებისმიერი
სხვა პროფესიის პიროვნება,რომელიც გაგვიწევს კონსულტაციას,მოგვცემს საჭირო მითითებებს
საჭირო საკითხთან დაკავშირებით.
ჩემი მიზანია,სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებამ ხელი შეუწყოს ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებას.სკოლა და ოჯახი ერთად უნდა ზრუნავდეს
მოზარდის მრავალმხრივ განვითარებაზე.
ჩემი მიზანია ასევე გავითვალისწინო ყველა მოსწავლის ინტერესები და შეხედულებები,მინდა
მათ გამოვუმუშავდეთ ისეთი უნარ-ჩვევები,რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ
ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს უწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.დამრიგებლის
პრინციპი მოსწავლებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას.დამრიგებლის
მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში პირველ რიგში
თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
Thursday, October 20, 2022
"შუშანიკის წამება" - შემაჯამებელი ტესტები
https://forms.gle/T7rmw9Lub5e5LKyC7
მოცემულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში თქვენ ნახავთ იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" ტექტის მიხედვით შედგენილ ტესტებს
https://forms.gle/MbaFqqDDfVSGyVWFA
Tuesday, October 18, 2022
Sunday, October 16, 2022
ირინე მაწკეპლაძის პორტფოლიო
სსიპ
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის ქართული ენა და
ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის სხდომის
ოქმი N1
02.09.
2022წ.
სხდომა დაიწყო:
სხდომა დამთავრდა:
სხდომას
ესწრებოდნენ:
1. ნაირა
ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი- ქართული ენა და ლიტერატურა;
2. ირინე მაწკეპლაძე - ქართული ენა და ლიტერატურა
3. ქართლოს
ქარჩხაძე -(საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა)ისტორია,გეოგრაფია,სამოქალაქო განათლება.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ:
სხდომას უძღვება
და თავმჯდომარეობს უხუცესი წევრი ნაირა ქარჩხაძე გოგაბერიშვილი
სხდომის თავმჯდომარემ
წევრებს გააცნო დღის წესრიგი და მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის
დამატება.
დღის
წესრიგი:
1.
სსიპ ვანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის და საზოგადოებრივ მეცნიერეთა კათედრის
თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.
სსიპ ვანის
მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივ
მეცნიერებათა კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის ქართული ენა და
ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ საგანმანათლებლო
რესურსების შერჩევა
4.
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას
საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურისა და საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის
პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება
კენჭი ეყარა
წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი:0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
საკითხი N1. სსიპ
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას
საჯარო სკოლის ქართული ენა და ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა
კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა.
მომხსენებელი:
ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა ნაირა ქარჩხაძემ
დამსწრე წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და
გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული
„ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით ირჩევს კათედრა ერთი
სასწავლო წლის ვადით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს
კათედრის თავმჯდომარე.
მომხსენებელმა
დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის
შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის
წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად
მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო
აქტივობების ორგანიზება;
დამსწრე საზოგადოებას შეახსენა
ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის
N40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული
„ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია
ზედიზედ სამჯერ.
აქვე
შეახსენა, რომ კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს
მდივანი.
მომხსენებელმა მოუწოდა კათედრის
წევრებს წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები.
ირინე
მაწკეპლაძემ კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელა
ქართლოს ქარჩხაძე კანდიდატურა, ხოლო სხდომის მდივნის პოზიციაზე კი ირინე მაწკეპლაძე კანდიდატურა.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს:
კენჭი ეყარა
წინადადებას კათედრის
თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0
კენჭი ეყარა
წინადადებას კათედრის
სხდომის მდივნის არჩევის შესახებ.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
სსიპ ქ. ვანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის ქართული
ენისა და ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარედ, სასწავლო წლის ვადით
არჩეულ იქნეს ქართლოს ქარჩხაძე, ხოლო
კათედრის მდივნად ირინე მაწკეპლაძე
სხდომას
უძღვება კათედრის თავმჯდომარე ქართლოს ქარჩხაძე
საკითხი
N2. სსიპ ქ.ვანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და საზოგადოებრივ
მეცნიერებათა კათედრის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება.
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ქართლოს ქარჩხაძემ
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე წევრებს შეახსენა, რომ კათედრა თავისი
ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-5
პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის
მიზნით). კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს
სასწავლო წლის დაწყებამდე.
კათედრის ეფექტურად
მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება
კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი
განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო 2022-2023 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია(დანართი N1).
აზრი გამოთქვა: ნაირა ქარჩხაძემ
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო
გეგმისათვის წარმოდგენილი სახით
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე: 3
წინააღმდეგი:0
დაადგინეს: დამტკიცდეს
ქართული ენისა და ლიტერატურისა
და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის 2022-2023 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3. სსიპ ქ.ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა
და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ
საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა.
მომხსენებელი: ირინე მაწკეპლაძე
მოისმინეს: ქალბატონმა ირინემ დამსწრე
წევრებს შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის
18 მაისის N40/ნ ბრძანების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქ/პუნქტის თანახმად,
კათედრის ფუნქციაა საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა
და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის
წარდგენა.
განმარტა, რომ საგანმანათლებლო რესურსების
ტიპებია: ა)
გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია;
გ)
დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;
დ)
სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).
მომხსენებელმა
სხდომის წევრებს ასევე შეახსენა, რომ კათედრის თავმჯდომარემ სკოლის მართვის ორგანოებს
უნდა მიაწოდოს კათედრის შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ. მაგ., გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე.
1.
სკოლა
საგანმანათლებლო რესურსების შერჩევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2.
სკოლა
ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ სწავლებისას გამოყენებული, ეროვნული სასწავლო
გეგმის 25-ე მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (რესურსების ტიპები)
გათვალისწინებული საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
3.
მასწავლებელს უფლება აქვს,
ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით (რესურსების ტიპები)
გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის
სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება. ამასთან, საჯარო
სკოლის მასწავლებელს/სკოლას უფლება არ აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს/მოსწავლის
კანონიერ წარმომადგენელს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის ან თვალსაჩინოების
შეძენა.
4.
დამატებითი
საგანმანათლებლო რესურსის ან თვალსაჩინოების სასწავლო პროცესში გამოყენება უნდა
ემსახურებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. მისი
შინაარსი, დიზაინი ან სხვა რაიმე ნიშანი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ან/და
დისკრედიტაციულ (მათ შორის, ენის, ეროვნების, სქესის, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილების და სხვა ხასიათის) ელემენტებს.
5.
სკოლა
უფლებამოსილია სსსმ მოსწავლის სწავლება განახორციელოს ნებისმიერი კლასის/დონის გრიფირებული ან ადაპტირებული გრიფირებული სახელმძღვანელოთი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასშია ეს მოსწავლე. სსსმ მოსწავლეების სწავლებისას შესაძლებელია გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც
ძირითადი საგანმანათლებლო
რესურსი, გამოყენებულ იქნეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებზე მორგებული სხვა საგანმანთლებლო რესურსები/სერვისები.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა ქართული ენისა და
ლიტერატურის,გეოგრაფიის,ისტორიის და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოების
შერჩევა.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 3
წინააღმდეგი-0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
2022-2023 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი გრიფირებული ან ადაპტირებული
გრიფირებული და დამხმარე სახელმძღვანელოების
ნუსხა განისაზღვროს დანართი N2
შესაბამისად.
საკითხი N4. სსიპ
ქ.ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის ქართული ენისა და
ლიტერატურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგთა საათების საორიენტაციო განაწილება
მომხსენებელი:
ქართლოს ქარჩხაძე
მოისმინეს:
ბატონმა ქართლოსმა დამსწრე წევრებს გააცნო
პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის
წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
კათედრის წევრები გაეცნენ სავარაუდო საათობრივ ბადეს და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე
დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 3
წინააღმდეგი-0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგ ნაირად
ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი : VII-5,VIII-5 კვირაში 10სთ
ირინე მაწკეპლაძე :VIII-სამოქალაქო
განათლება , VI-5 კვირაში 6სთ.
ქართლოს ქარჩხაძე :ისტორია V- 2VI- 3 VII-2,VIII-2 IX -3გეოგრაფიაVII-2,VIII-2,IX - 2სამოქალაქო განათლება - IV -2,VII-2,IX- 2; ჭადრაკი I-
1; კვირაში 25 საათი
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით
სხდომა დაიხურა.
კათედრის
თავმჯდომარე: ------------------------.
მდივანი:
-------------------------------.