სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის მე-6 კლასის
დამრიგებლის ირინე მაწკეპლაძის სამუშაო გეგმა
2022-2023 სასწავლო წელს სადამრიგებლოდ გადმომეცა მეექვსე კლასი.კლასში
15სექტემბერს 2მოსწავლე ირიცხებოდა ,აქედან ერთი სსსმ ,მოგვიანებით კლასს დაემატა
კიდევ ერთი მოსწავლე,რომელიც ამავე ჯგუფში ირიცხებოდა სასწავლო წლის დაწყებამდე.ის
გადასული იყო სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 სკოლაში.
პირველივე პერიოდიდან შემიძლია ვთქვა სამუშაო საკმაოდ ბევრია,ჩემი მიზანია კლასთან მთელი ძალისხმევით ვიმუშავო და მშობლები მაქსიმალურად ჩავრთო სასკოლო საქმიანობაში,ამისათვის
დაგეგმილი მაქვს მშობელთა კრებები,რათა მშობლებიც ჩართული იყვნენ სასკოლო სასწავლო
პროცესში.ჩემი სადამრიგებლო პროგრამა მოვარგე მოსწავლეთა საჭიროებებს და ჩავრთე ისეთი
აქტივობები,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას,ცოდნის გაღრმავებას.დაგეგმილი
სადამრიგებლო საათები,საკლასო და კლასგარეშე აქტივობები გავაცანი მშობლებსაც და მოსწავლეებსაც,გავითვალისწინე
მათი მოსაზრებები,შეხედულებები და ინტერესები მე-6 კლასში სადამრიგებლო მუშაობის ძირითადი
მიმართულებაა- მოსწავლის პიროვნული,მორალური და სოციალური განვითარება,მოსწავლეთა ქცევის,დისციპლინის
მართვა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა.სადამრიგებლო საათი მოიცავს დისკუსიებს, მსჯელობებს,გამოკითხვას,
პრეზენტაციებს ,ტესტირებებს,კვლევებს.მე-6 კლასში ასევე სადამრიგებლო საათის პროგრამა
მიმართულია მოსწავლეების შემეცნებითიდა კულტურული განვითარებისკენ.
სადამრიგებლო საათის გარდა დავგეგმე ინტელექტუალური ღონისძიებები,ასევე
დაგეგმილი მაქვს ლაშქრობები, სოციალური უნარების განმავითარებელი აქტივობები,კინო-თეატრში
ვიზიტი.
ჩემი მიზანია, ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ დაგეგმილ აქტივობებში,რაც
უფრო გაზრდის მოსწავლეთა პასუხისმგებლობას,როგორც საკუთარი თავის,ასევე უფროსების მიმართაც
ჩემს გეგმაში ჩართულები იქნებიან: მშობლები, მასწავლებლები,სკოლის დირექცია და ნებისმიერი
სხვა პროფესიის პიროვნება,რომელიც გაგვიწევს კონსულტაციას,მოგვცემს საჭირო მითითებებს
საჭირო საკითხთან დაკავშირებით.
ჩემი მიზანია,სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებამ ხელი შეუწყოს ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებას.სკოლა და ოჯახი ერთად უნდა ზრუნავდეს
მოზარდის მრავალმხრივ განვითარებაზე.
ჩემი მიზანია ასევე გავითვალისწინო ყველა მოსწავლის ინტერესები და შეხედულებები,მინდა
მათ გამოვუმუშავდეთ ისეთი უნარ-ჩვევები,რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ
ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს უწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას.დამრიგებლის
პრინციპი მოსწავლებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას,ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას.დამრიგებლის
მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში პირველ რიგში
თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
No comments:
Post a Comment