ვანის მუნიციპალიტეტის
ზედა გორას საჯარო სკოლის პედაგოგი ირინე მაწკეპლაძე
41001011274
გაკვეთილის გეგმა
|
თემა: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა?“
|
||
სწავლების საფეხური:
|
დაწყებითი,მე-5 კლასი
|
||
მოსწავლეთა პროფილი:
|
კლასში არის 3 მოსწავლე, მათ შორის არ არის სპეციალური
საჭიროების მქონე
|
||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაკვეთილის მსვლელობისას შეძლებენ გაიღრმავონ
ცოდნა, გაუჩნდეთ
ტოლერანტობისა, ურთიერთპატივისცემის გრძნობა, პატრიოტიზმის გრძნობა. დაინახავენ ხელოვნების ძალას ადამიანის სულიერ სამყაროზე.
|
||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები:
|
-ლიტერატურული ტექსტის კითხვა და ანალიზი
-საკუთარი აზრის დასაბუთება
-პერსონაჟის დახასიათება
-საკუთარი სიტყვებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა
შედეგი:
ქართ.1. სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად
/ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად
ქართ.V.1.წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით
( მიუთითებს მის როგორც დადებით ,ისე უარყოფით თვისებებზე)
ქართ.V.4.
ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
ქართ.V.6.
ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს
ნაცნობი ტექსტიდან.
ქართ.V.7გამოყოფს
და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს.
ქართ.V.7.ტექსტის
მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
ქართ.V.8.საკუთარი
სიტყვებით გადმოცემს ტექსტის შინაარსს.
|
||
წინასწარი ცოდნა
|
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია, სიმღერა „იავნანას“
შესახებ ინფორმაცია.
„იავნანამ რა ჰქმნა?“ (მოთხრობის რამდენიმე თავი)
|
||
გაკვეთილის მსვლელობა და საკლასო მენეჯმენტი
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ელექტრონულ რესურს
და თხოვს თავები დაალაგონ თანმიმდევრულად. https://learningapps.org/watch?v=pivq1dccc19
შემდეგ ამოვიცნობთ მთავარ მოქმედ პერსონაჟებს. ვისაუბრებთ
ქეთოს მამასა და მამობილზე, ავაგებთ ვენის დიაგრამას.(10წთ)
შემდეგ ისაუბრებენ ქეთოს დედაზე, მის ნიჭზე, რომელიც
ქეთოს მოტაცების შემდეგ „მიძინებულია“, ვისაუბრებთ სიმღერა იავნანას შესახებ წინარე
წოდნაზე...
შემდეგ გამოვთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს რა მოხდება შემდეგ.
მოსწავლეებს ვთხოვ გამომეტყველებით წაიკითხავენ ტექსტის
შემდეგი თავი, სადაც ქეთოს „სულიერ გარდასახვას“ მაგდანი ხელოვნების,კერძოდ კი სიმღერით
ახერხებს.
ვისმენთ იავნანას.
|
||
საშინაო დავალება:
|
საკუთარი სიტყვებით ტექსტის შინაარსის გადმოცემა.
წერითი სამუშაო შთაბეჭდილება სათაურით „იავნანას ძალა“
|
||
სასწავლო მასალა და რესურსები
|
|
სახელმძღვანელო, სტიკერები, ცარცი, დაფა.
ფურცლები,კალამი.
|
|
|
|||
თემა: იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“
2018 წლის 16 ნოემბერს მე-5 კლასში ჩაბატარე
სტანდარტული გაკვეთილი ქართულ ლიტერატურაში თემაზე: „იავნანას ძალა“ იაკობ გოგებაშვილის
„იავნანამ რა ჰქმნა?!“ - ს მიხედვით.
მოსწავლეებმა შეძლეს წაკითხული ტექსტის გააზრება,
მთავარი სათქმელის ამოცნობა,დაასახელეს და დაახასიათეს პერსონაჟები, შეაპირისპირეს,
გამოიტანეს დასკვნები. მოახერხეს ელექტრონული რესურსის გამოყენებით ტექსტის ცალკეული
ნაწილების იმ გვარად ამოწყობა, რომ მივიღეთ გამთლიანებული ტექსტი.
გაკვეთილი წარიმართა გეგმით გათვალისწინებული
ყველა დეტალის დაცვით, დროის ლიმიტის დაცვით, თუმცა მომიწია „სარეზერვო“ აქტივობის გამოყენება, მაგრამ ეს სრულიად
ბუნებრივად მოხდა და არ გამოუწვევია გაკვეთილის გეგმის „ჩარჩოს“ დარღვევა. პირიქით,
ვფიქრობ შეავსო და უფრო ეფექტური გახადა გაკვეთილი.
სამომავლოდ უფრო
დიდ ყურადღებას დავუთმობ გაკვეთილის დაგეგმვისას დროის მენეჯმენტს, რათა თავიდან ავიცილო
შესაძლო უხერხულობა და რისკები.
No comments:
Post a Comment