სოციალური პროექტი
: ადამიანი და ბუნება
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის ზედა გორას საჯარო სკოლის
პედაგოგი ირინე მაწკეპლაძე
სოციალური პროექტის საჭიროება გახდა მას შემდეგ ,რაც
მე და ჩემმა მოსწავლეებმა ვისაუბრეთ ჩვენი სოფლის ბუნებაზე, მეწყერ საშიშ ზონებზე და
მოსალოდნელ ეკოლოგიურ საშიშროებაზე. ერთად გაგვიჩნდა იდეა ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების
მოვლაში და საშიშროება ნაწილობრივ მაინც აგვერიდებინა.
მიზანი: ქართ. დაწყ.(II) 1.სამეტყველო
ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
ქართ. დაწყ.(II) 10 ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის მცირე ტექსტის შექმნა.
ქართ. დაწყ (II)3. სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა
ტიპის ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა
და ახსნა. მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ
რ. ინანიშვილის მოთხრობა „მუხა “-ს მთავარი სათქმელი ,იმსჯელებენ ადამიანის და ბუნების
დამოკიდებულებაზე .
იმსჯელებენ თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს
ადამიანის დაუფიქრებელ საქციელს. გაიაზრებენ პრობლემას და იმსჯელებენ იმის შესახებ რა შეიძლება გაკეთდეს ამ კუთხით ჩვენი სოფლისთვის
,რა როლი აქვს თუნდაც ერთი ადამიანის კეთილ ან პირიქით დაუფიქრებელ საქმეს .შექმნიან მცირე ზომის ტექსტს .გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯს
ბუნების დასაცავად.
პროექტის განხორციელების ვადა 2კვირა
პროექტის მსვლელობა:
მე-5 კლასში რ. ინანიშვილის მოთხრობის „მუხას“ შესწავლა,
მსჯელობა ,ძირითადი სათქმელის აღქმა, პრობლემის
გადმოტანა ჩვენს რეალობაში. მსგავსი პრობლემის ამოცნობა ჩვენს გარშემო და გამოსავლის
პოვნა.(1კვირა)
ბუნებაში პიკნიკის მოწყობის დაგეგმვა და სამზადისი:
დაინაწილებენ ფუნქციებს ,რომელიც საჭიროა მოგვარდეს პიკნიკზე წასვლამდე(საკვები, ნერგები,
ბარის და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება).მოვილაპარაკებთ
ტყეში წასვლის თარიღზე ამინდის გათვალისწინებით.(5დღე)
პიკნიკზე წასვლა და დაგეგმილი აქტივობების შესრულება: ბუნებაზე დაკვირვება, საშიშროების თვალნათლივ აღქმა,
ნერგების დარგვა, პიკნიკის მოწყობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საკუთარი სურვილებით ნატვრის
ხის მორთვა(რომელიც სახალისოს გახდის და შემოქმედებით უნარებსაც განავითარებს).დასუფთავება
და ნარჩენებისგან ტერიტორიის გაწმენდა და ახსნა თუ რატომ არის ეს საჭირო. დღის შეჯამება,
სახლებში დაბრუნება.
მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად მოსწავლეებში ერთად
წავედით ჩვენი სოფლის ტყეში ,სადაც მასიურად გაჩეხილია ხე-ტყე ,ვიმსჯელეთ რა ზიანის
მომტანია ადამიანის ეს ქცევა ბუნებისათვის და საკუთარი თავისთვის. თან , როცა ჩვენი
სოფელი მეწყერსაშიში ზონაა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე
მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაგეგმეს წერილობითი ტექსტის შექმნა.
ამის შემდეგ ჩვენ დავრგეთ სხვადასხვა ჯიშის ხეები. ერთმანეთს
დავპირდით, რომ ყოველ წელს შეძლებისდაგვარად ვეცდებოდით ამ ადგილის და ჩვენი ნარგავების
მონახულებას, მივამატებდით მას კიდევ მას სხვა ნერგებს. წლების შემდეგ კი ამ ისტორიას
ჩვენ შთამომავლობას გადავცემდით, როგორც ტრადიციას. სოფელს ტყეს გადავურჩენთ, რომლის წყალობითაც მუდამ გვექნება
სუფთა წყალი და ჯანსაღი ჰაერი .(1დღე)
დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობის შეჯამება წერილობით(მცირე
ზომის ტექსტის აგება) 1დღე.
No comments:
Post a Comment