Thursday, June 6, 2019

ბულინგი


                         პროექტი
პროექტის გეგმა:
პროექტის სახელწოდება : ბულინგი ჩვენს გარშემო
პროექტის ხელმძღვანელი ქართული ენა და ლეტერატურის პედაგოგი: ირინე მაწკეპლაძე
სამიზნე ჯგუფი : VI კლასი
პროექტის განხორციელების ვადა 1 კვირა

პროექტის მიზანი: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, ტერმინი „ბულინგის“ გაგება-გააზრება, ფილმი „საოცრება“-ს ჩვენება, პრობლემის ამოცნობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება მცირე ზომის ტექსტების შექმნა, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა.
 პროექტის რეფლექსია:
აქტივობა N1 მოსწავლეებმა წარმოადგინეს  წინასწარ მიცემული ინსტრუქციის შესაბამისად მოძიებული მასალა სიტყვა „ ბულინგის“ და მისი გამოვლინების სხვადასხვა სახეების შესახებ, მოიყვანეს მაგალითები (კიბერბულინგის, ფიზიკური ბულინგის , პირდაპირი და არაპირდაპირი ბულინგის შესახებ).გააკეთეს ზეპირი პრეზენტაცია.
აქტივობა N2  ვთხოვე გაეხსენებინათ და ანონიმურობის დაცვით  წერილობით მოეყვანათ მაგალითები ჩვენს გარშემო ბულინგის მაგალითების. წავიკითხეთ და ვიმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
აქტივობა  N3 ერთად ვნახეთ ფილმი „საოცრება“ . ვიმსჯელეთ და გამოვკვეთეთ ჩვენთვის ნაცნობი საკითხები. ავგუსტის მაგალითით მოსწავლეები უფრო ღრმად ჩაწვდნენ ბულინგის მსხვერპლის პირად განცდებს.
აქტივობა N4 თეთრი ქაღალდისგან  გამოვჭერით გული და შიგ მოსწავლეებმა ჩაწერეს ყველა ის სიტყვა ,რომელიც ტკივილს გვაყენებს, შემდეგ დაკუჭეს რიგ-რიგობით. ბოლოს კი ვთხოვ ფურცლისთვის დაებრუნებინათ პირვანდელი სახე, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა. გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ყველა სიტყვა ადამიანის სულსა და გულში კვალს ტოვებს, ასე რომ უმჯობესია ეს კვალი დადებითი იყოს, არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ტკივილს, პირიქით.
ბოლოს  მოსწავლეებმა ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს ნიშნად ერთმანეთის თანადგომისა და განაცხადეს „არა ბულინგს“!

პროექტის მსვლელობისას აქტიურად ვიყავი ჩართული ,ვუწევდი ფასილიტაციას მოსწავლეებს, არ დამიტოვებია არც ერთი ბუნდოვანი საკითხი თუ კითხვა ,რომელიც ამ პროექტის განმავლობაში წარმოიშვა. იყო მცირეოდენი სამუშაო ხმაური, თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგი არ მოუცია. ვფიქრობ, პროექტი საინტერესო და პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე იყო და წარმატებით განხორციელდა.


1 comment:

  1. შესანიშნავი პროექტია!

    ReplyDelete