ელექტრონული სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
და რეფლექსია
მე-5 კლასში შესასწავლი ტექსტი იაკობ გოგებაშვილის
„იავნანამ რა ჰქმნა ?!“ დაყოფილია თავებად.
ტექსტის შესწავლა მოითხოვს რამდენიმე საათს, შემაჯამებელ მეცადინეობაზე სასურველია
მოხდეს ცოდნის განმტკიცება ნასწავლი ტექსტის თანმინდევრულად და სწორი თანმიმდევრობით გახსენება, ამისათვის
შევქმენი ელექტრონული სასწავლო რესურსი https: // learningapps.org /view6396210 სადაც ნაწარმოების ყველა თავია წარმოდგენილი არეულად,
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სწორი თანმიმდევრობით დალაგება.
ეს რესურსი
გამოვიყენე მე-5 კლასში იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!“ -ს სწავლებისას შემაჯამებელ
მეცადინეობაზე, მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას, მათთვის ეს რესურსი
სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, და რაც მთავარია შევძელი საჭირო დროის გამოთვლა
,რაც შემდგომშიც დამეხმარება.
ვფიქრობ,
ჩემს მიერ შექმნილი რესურსის გამოყენებას სხვებიც შეძლებენ ეს მათ გაკვეთილს უფრო თანამედროვეს,
საინტერესოს და სახალისოს გახდის, გარდა ამისა მასწავლებელი წინასწარ შეძლებს გამოთვალოს
დრო რომელიც აღნიშული აქტივობისას იქნება საჭირო.
https:
//learningapps.org/view7165125 ეს არის ელექტრონული
სასწავლო რესურსი , რომელიც საშუალებას მაძლევს
შევამოწმო თუ რამდენად სწორად აქვს მე-5 კლასის მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ
რა ჰქმნა?!“ -ს შესწავლისას მოცემული ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობა გააზრებული, ეს
რესურსი ტესტურია ვფიქრობ, რომ შესწავლილ ფრაზეოლოგიზმების ამოცნობა სამ სავარაუდო
პასუხს შორის არ წარმოადგენს სირთულეს.
აღნიშნული
რესურსი გამოვიყენე მე-5 კლასში იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქნას?!“ შემაჯამებელ
მეცადინეობისას , შემაჯამებელ მეცადინეობაზე სასურველია მოხდეს წინარე ცოდნის გამომჟღავნება
,რადგან ტექსტის შესწავლისა გავეცანით ამ ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას ,შემაჯამებელ
მეცადინეობაზე აღნიშნული რესურსი დამეხმარა იმის შესატყობად რამდენად კარგად ახსოვდათ
შესწავლილი მასალა მათ. მოსწავლეებმა კი უკეთ
შეძლეს თვითშეფასება. ვფიქრობ აღნიშნული რესურსი
ქართულის გაკვეთილზე ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მე-5 კლასში.
No comments:
Post a Comment